2020-05-05
ბრძანება №:80/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამკიცების შესახებ“ რექტორის 2019 წლის 29 ნოემბრის N299/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და თანმდევი, განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამკიცების შესახებ“ რექტორის 2019 წლის 29 ნოემბრის N299/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და თანმდევი, განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ემუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადიადმინისტრაციული კოდექსის 51-ემუხლის პირველი ნაწილის, 52- ემუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ემუხლის მე-3 ნაწილის, 54- ემუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2020 წლის 31 მარტის N323524 ბრძანების, „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების დამტკიცების შესახებ“ სსიპ განათლების ხარისხისგანვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2017 წლის 13 ოქტომბრის №656 ბრძანების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის დებულების“ 53-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 42-ემუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის პროფესიული განათლების ცენტრის დებულების მე-
2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავების, დამტკიცების, შეფასებისა და განვითარების წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2019 წლის 96/2019 დადგენილებით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავების, დამტკიცების, შეფასებისა და განვითარებისწესის“ მე-14   მუხლის,   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ხემძღვანელის 2020 წლის 23აპრილის №5643/10 წარდგინების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.  შევიდეს შემდეგი ცვლილებები სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამკიცების შესახებ“ რექტორის 2019 წლის 29 ნოემბრის N299/01-01 ბრძანებაში:
ა) ბრძანების პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) ,,საბიბლიოთეკო საქმე.";
ბ) ბრძანების პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით დანართის სახით დამტკიცებული საგანმანათლებლო პროგრამა    ჩამოყალიბდეს    ახალი,    წინამდებარე    ბრძანებაზე თანდართული შიინაარსით (,,საბიბლიოთეკო საქმე“).
2. რექტორის 2018 წლის 3 დეკემბრის №:1240/01-04 ბრძანებით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „ბიბლიოთეკარი“ ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის, ვინც დაასრულებს სწავლას 2020 წლის ბოლომდე, პროგრამის სახელწოდება განისაზღვროს შემდეგი რედაქციით - „საბიბლიოთეკო საქმე“, ხოლო მისანიჭებელი კვალიფიკაცია განისაზღვროს შემდეგი ფორმულირებით - „საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია საბიბლიოთეკო     საქმეში“ /Secondary Vocational Qualification inLibrary Work (კვალიფიკაციის კოდი 0322 ).
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და  შესაბამის  სტრუქტურულ  ერთეულებისთვის  მიწოდება  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი    გიორგი შარვაშიძე 

« უკან დაბრუნება