2007-11-01
ბრძანება №:0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრში ტარიფების განსაზღვრის შესახებ (ბრძანება N125/02-01)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრში ტარიფების განსაზღვრის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აბიტურიენტთა მოსამზადებელ ცენტრში სწავლის გადასახდის დადგენის მიზნით, “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აბიტურიენტთა მოსამზადებელ ცენტრში, ცალკეულ საგანში მომზადების წლიური საფასური განისაზღვროს შემდეგი ტარიფით:

ა) ქართული ენა და ლიტერატურა 450 ლარი;
ბ) ზოგადი უნარები 450 ლარი;
გ) უცხო ენა 450 ლარი;
დ) მათემატიკა 450 ლარი;
ე) საქართველოს ისტორია და
საზოგადოებრივი მეცნიერებანი 500 ლარი:
ვ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი 500 ლარი;

უცხოელი აბიტურიენტებისათვის ქართული ენის შესწავლის მიზნით 2000 ლარი;
2. დაევალოს კანცელარიის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს (ნ. ოვსიანიკოვა) უზრუნველყოს ამ ბრძანების უნივერსიტეტის ვებ გვერდზე და ყველასათვის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.
3. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გ. გალდავა

« უკან დაბრუნება