2020-01-14
ბრძანება №:4/01-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციის „ნაკადის ტელესკოპების და სატეტსო დასხივებების მე-8 ვორკშოპი -2020“ ჩატარებისა და საორგანიზაციო კომისიის დამტკიცების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციის „ნაკადის ტელესკოპების და სატეტსო დასხივებების მე-8 ვორკშოპი -2020“ ჩატარებისა და საორგანიზაციო კომისიის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-12 პუნქტებისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის 2020 წლის 06 იანვრის №36/10 და 2020 წლის 10 იანვრის N181/10 კორესპონდენციების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020 წლის 27-31 იანვარს გაიმართოს საერთაშორისო კონფერენცია „ნაკადის ტელესკოპების და სატეტსო დასხივებების მე-8 ვორკშოპი -2020“.
2. კონფერენციის ორგანიზებულად ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით დამტკიცდეს კონფერენციის საორგანიზაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) გიორგი შარვაშიძე - რექტორი - საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ნინო ოკრიბელაშვილი - რექტორის მოადგილე - საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ლაშა საღინაძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
დ) მიხეილ ნიორაძე - თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი - საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
ე) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი;
ვ) ნანა მამაგულიშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი -კომისიის წევრი;
ზ) ირაკლი საღარეიშვილი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი;
თ) გიორგი ტალახაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი -კომისიის წევრი;
ი) გიორგი ღვედაშვილი -სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი- კომისიის წევრი;
კ) ნატო ჩუბინიძე-საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი -კომისიის წევრი;
ლ) ირაკლი ხარჯავანიძე -კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსი -კომისიის წევრი;
მ) თამარ ზაქარეიშვილი - უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი - კომისიის წევრი;
ნ) ირაკლი მინაშვილი - ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - კომისიის წევრი;
ო) ჯემალ ხუბუა - უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - კომისიის წევრი;
პ) თამარ ჯობავა - უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - კომისიის წევრი;
ჟ) გელა დევიძე - უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - კომისიის მდივანი.
3. დამტკიცდეს კონფერენციის ხარჯთაღრიცხვა და მისი ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს საკონფერენციო გრანტით (საგრანტო ხელშეკრულების №MG-ISE-19-862;
30.05.2019) გამოყოფილი 43300 ლარის ფარგლებში (დანართი №1).
4. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს საკონფერენციო გრანტის ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად დაგეგმილი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა.
5. დაევალოს საინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს კონფერენციის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობითა და კონფერენციის ვებგვერდის სათანადო ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
6. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
7. დაევალოს კულტურის და სპორტის დეპარტამენტს ვორკშოპის მონაწილეთათვის თსუ– ს სტუდენტური ანსამბლების მონაწილეობით კონცერტის ჩატარების უზრუნველყოფა.
8. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს ვორქშოპის სათანადოდ გაშუქება.
9. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტს.
10.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
11. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
12.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
გიორგი შარვაშიძე რექტორი