2009-04-14
ბრძანება №:57/02-01
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიჭიერ სტუდენტთა ფინანსური წახალისების ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიჭიერ სტუდენტთა ფინანსური წახალისების ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე
ვბრძანებ:
-
შეიქმნას ერთიანი საუნივერსიტეტო კომისია, ნიჭიერ სტუდენტთა წახალისების (განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის სტიპენდიებისა და გრანტების მინიჭების პროგრამით) ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, შემდეგი შემადგენლობით;
რომან ხარბედია კომისიის თავმჯდომარე
რუსუდან ჩიქოვანი კომისიის მდივანი
მირიან ბიჭიკაშვილი
ირაკლი საღარეიშვილი
დარეჯან თვალთავძე
ნოდარ ბელქანია
რამაზ ბოჭორიშვილი
ირაკლი ბურდული
ალექსანდრე ცისკარიძე
ჯამლეტ ჯანჯღავა
- კომისიას დაევალოს:
ა) შეიმუშავოს დასაფინანსებელ კანდიდანტთა შესარჩევი კრიტერიუმები; და დასამტკიცებლად წარუდგინოს რექტორს;
ბ) შეიმუშავოს ნიჭიერ სტუდენტთა ფინანსური წახალისების ფონდის ფაკულტეტებს შორის გადანაწილების ერთიანი წესები
გ)უზრუნველყოს თანხის გადანაწილება ფაკულტეტებიდან წარმოდგენილი სიების შესაბამისად;
- კომისია გადაწყვეტილებას იღებს კოლეგიალურად. კომისია უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა სულ მცირე 2/3. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება თუ მხარს დაუჭერს დამსწრეთა ნახევარზე მეტი.
- დაევალოს საერთო განყოფილებას უზრნველყოს ბრძანების დაგზავნა შესაბამისი ფაკულტეტებისა და სტრუქტურული ერთეულებისათვის. ბრძანება გაომქვეყნდეს საჯაროდ.
- ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება #163 ; 24.03.2009
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი
რ. ხარბედია