2018-03-01
ბრძანება №:01/03

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავჯდომარის 2018 წლის 23 თებერვლის №14/638-18 კორესპონდენციაში დასმული საკითხის შესწავლის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავჯდომარის 2018 წლის 23 თებერვლის №14/638-18  კორესპონდენციაში დასმული საკითხის შესწავლის მიზნით კომისიის  შექმნის შესახებ

     საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის,  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017 წლის წარმომადგენლობითი საბჭოს 23 ოქტომბრის №4 სხდომის ოქმით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი’’ და ,,კ’’  ქვეპუნქტების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავჯდომარის კახი ბექაურის 2018 წლის 23 თებერვლის №14/638-18 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავჯდომარის  კორესპონდენციაში დასმული საკითხის შესწავლის მიზნით შეიქმნას კომისია შემდეგი  შემადგენლობით: 

ა) ირინე დარჩია - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი-კომისიის  თავჯდომარე;  
ბ)ანა ჟორჟოლიანი - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის აკრედიტაციის, კვლევებისა და შეფასების  განყოფილების უფროსი - კომისის წევრი;       
გ)თეა ზარნაძე-  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი - კომისის მდივანი;       
დ)მაგდა ალანია - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი- კომისის წევრი;       
ე)მანანა ხაჩიძე - პროფესორი, კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის     უფროსი - კომისის წევრი;     
ვ)ეთერ ხარაიშვილი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - კომისის წევრი; 
ზ)ია ნაცვლიშვილი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული    პროფესორი - კომისის წევრი;          
თ)ვასილ ბარამიძე - იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე-კომისის წევრი;        
2.დაევალოს კომისიას 2018 წლის 9 მარტამდე შეისწავლოს საკითხი და შედეგები წერილობითი სახით წარუდგინოს  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს. 
3.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


უნივერსიტეტის ხარისხის
უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი                                                                          ირინე დარჩია

« უკან დაბრუნება