2012-09-11
ბრძანება №:118/01-01
2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შესაბამისი სამაგისტრო პროგრამების მისაღებ გამოცდებზე მაგისტრანტობის კანდიდატთა მიერ მიღებული დადებითი შეფასებების გამოყენების თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილისN#227 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების” მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ს“, „ტ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 პუნქტის საფუძველზე,
2. წინამდებარე ბრძანებით დადგენილი წესი, მაგისტრანტობის კანდიდატს არ ართმევს უფლებას ხელახლა გავიდეს შესაბამისი სამაგისტრო პროგრამის მისაღებ გამოცდაზე. ამ შემთხვევაში მოქმედებს ბოლო გამოცდაზე მიღებული შეფასება.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება
„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილისN#227 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების” მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ს“, „ტ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. "ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მაგისტრატურაში მიღებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ" თსუ-ს რექტორის 2012 წლის 16 ივლისის 91/01-01 ბრძანებით განსაზღვრული, 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შესაბამისი სამაგისტრო პროგრამების მისაღებ გამოცდებზე მაგისტრანტობის კანდიდატთა მიერ მიღებული დადებითი შეფასებები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს თსუ-ს რექტორის 2012 წლის 11 სექტემბრის #115/01-01 ბრძანებით დადგენილი მისაღები გამოცდების შედეგებისათვის.2. წინამდებარე ბრძანებით დადგენილი წესი, მაგისტრანტობის კანდიდატს არ ართმევს უფლებას ხელახლა გავიდეს შესაბამისი სამაგისტრო პროგრამის მისაღებ გამოცდაზე. ამ შემთხვევაში მოქმედებს ბოლო გამოცდაზე მიღებული შეფასება.