2011-09-06
ბრძანება №:1477/01-04

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის პირველი ივლისის "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტებისათვის 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ" №1248/01-04 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის პირველი ივლისის "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტებისათვის 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ" №1248/01-04 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე

სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტში შემოვიდა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის კონსულტანტის წარდგინება (№21463/02. 12.08.2011), რომლითაც ითხოვს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის პირველი ივლისის №1248/01-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანას ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრანტ ნინო მურცხვალაძის ნაწილში. ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოირკვა შემდეგი:
    ნინო მურცხვალაძეს 2011 წელს უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის პირველი ივლისის "სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტებისათვის 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ" №1248/01-04 ბრძანებით შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი.
ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა გულისხმობს სწავლის საფასურის სრულ ან ნაწილობრივ გადახდას თსუ-ში დადგენილი წესების დაცვით, როგორც უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის მიერ გაცემული ცნობიდან ირკვევა, ნინო მურცხვალაძეს აქვს 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსება, იგი ავტომატურად გადის ადმინისტრაციულ რეგისტრაციას, რის გამოც იგი არ უნდა მოხვედრილიყო ზემოაღნიშნულ ბრძანებაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან რექტორის 2011 წლის პირველი ივლისის "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2010-2011 საწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ №1248/01-04 ბრძანების გამოცემისას არ იქნა სათანადოდ გამოკვლეული გარემოებები და ნინო მურცხვალაძეს უსაფუძვლოდ შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი, აღნიშნული ბრძანება ბათილად უნდა იქნას ცნობილი ნინო მურცხვალაძის ნაწილში.
აღნიშნულიდან გამომდინარე და ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, მე-601 მუხლის მე-2 ნაწილის, მე-3 ნაწილის, მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანების მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის კონსულტანტის 2011 წლის 12 აგვისტოს №21463/02 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის პირველი ივლისის "სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტებისათვის 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ" №1248/01-04 ბრძანებით დამტკიცებულ დანართ 4-ში მე-19 ნომრად მითითებულ ნინო მურცხვალაძის ნაწილში.
  2. შეტანილ იქნეს ცვლილება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში (1 თვის ვადაში).
  3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
  4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
  5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.





რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,      
რექტორის მოადგილე, პროფესორი                          ლევან ალექსიძე
« უკან დაბრუნება