2009-02-16
ბრძანება №:0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორ თეა შურღაიასთან და ამავე ფაკულტეტის მოწვეულ პედაგოგ ფატმან ანთაძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა და ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ (ბრძანება №08/01-03)

ბრძანება # 08 / 01 -03
       16.02.2009 წ
       


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორ თეა შურღაიასთან და ამავე ფაკულტეტის მოწვეულ პედაგოგ ფატმან ანთაძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა და   ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ


საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "ე" პუნქტის,  მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის, 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის  #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგისა და სახლფასო ფონდის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2009 წლის 29 იანვრის #15/02-01 ბრძანების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2008 წლის 17 დეკემბრის #111/01-01 ბრძანების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. შეუწყდეს შრომითი ურთიერთობა 2009 წლის 3 თებერვლიდან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის მიმართულების ირანისტიკის ქვემიმართულების ასისტენტ-პროფესორს თეა შურღაიას.
  2. შეუწყდეს შრომითი ურთიერთობა 2009 წლის 3 თებერვლიდან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულებით მოწვეულ პედაგოგს ფატმან ანთაძეს.
  3. დაინიშნონ 2009 წლის 3 თებერვლიდან  2012 წლის 4 თებერვლამდე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე:
    აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულება
    ირანული ფილოლოგია
         ფატმან ანთაძე
    თეა შურღაია
  4. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს (ნ. ლაცაბიძე) უზრუნველყოს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება ამავე ბრძანებით განსაზღვრულ პირებთან;
  5. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად;
  6. ბრძანება განთავსდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
  7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

   საფუძველი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 2 თებერვლის #178 დადგენილება "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ."

 

რექტორი, პროფესორი
გ. ხუბუა
« უკან დაბრუნება