2011-10-05
ბრძანება №:179/02-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული (სარგებლობაში არსებული) უძრავი ქონების დროებით სარგებლობაში გაცემის მიზნით მოსამზადებელი სამუშაოების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ

სსიპ – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული (სარგებლობაში არსებული) უძრავი ქონების დროებით სარგებლობაში გაცემის მიზნით მოსამზადებელი სამუშაოების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შეხახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლისა და  24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის  მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,სახელმწიფო ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული წესის ძირითადი დებულებების  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შეიქმნას სსიპ – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული (სარგებლობაში არსებული) უძრავი ქონების დროებით სარგებლობაში გაცემის მიზნით მოსამზადებელი სამუშაოების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ერმი ქემოკლიძე – კომისიის თავმჯდომარე (ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე);

ბ) გიორგი ტალახაძე - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე - (მატერიალური რესურსების მართის დეპარტამენტის უფროსი);

გ)  არჩილ კუკულავა – კომისიის წევრი (იურიდიული დეპარტამენტის უფროსი);
 
დ) მურმან ცარციძე – კომისიის წევრი (საფინანსო დეპარტამენტისა და მატერიალური  რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტი);

ე) რუსუდან სხირტლაძე - კომისიის მდივანი (იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).


2. კომისიას მიენიჭოს სსიპ – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების დროებით სარგებლობაში გაცემის მიზნით გასამართი ელექტრონული აუქციონის ჩატარებასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების უფლებამოსილება მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;

3. კომისიის სხვა უფლებამოსილებები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში;

4.   წინამდებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;

5. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;

6.   ბრძანება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.







ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                          დავით ჩომახიძე
« უკან დაბრუნება