2011-09-27
ბრძანება №:05/03
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების ფორმის დამტკიცების შესახებ
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების ფორმის დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 61–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 26–ე მუხლის მე-5 პუნქტის, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმომადგენლობითი საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების“ მე–3 მუხლის, საფუძველზე,
ვბრძანებ:
- დამტკიცდეს „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების ფორმა“ (დანართი N1);
- ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების ფორმისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2009 წლის 24 სექტემბრის N05/03 ბრძანება;
- ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს;
- წინამდებარე ბრძანება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე;
- ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ხარისხის უზრუნველყოფის
სამსახურის უფროსი
ნინო დურგლიშვილი
« უკან დაბრუნება