2016-08-04
ბრძანება №:126/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა-ნაგებობების სადემონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად კონკურსის მეშვეობით საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების სახელმწიფო შესყიდვის უზრუნველსაყოფად საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო კომისიის აპარატის შექმნის შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა-ნაგებობების სადემონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად კონკურსის მეშვეობით საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების სახელმწიფო შესყიდვის უზრუნველსაყოფად საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო კომისიის აპარატის შექმნის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის N7 ბრძანებით დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობების“ მე-4 მუხლისა და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 27 ივლისის N25052/02 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა-ნაგებობების სადემონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად კონკურსის მეშვეობით საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების სახელმწიფო შესყიდვის უზრუნველსაყოფად  შეიქმნას საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

1. გიორგი მეზურნიშვილი - კომისიის თავმჯდომარე;
2. მანონი ჯოჯუა - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
3. სერგო სანაძე - კომისიის წევრი;
4. გიორგი ტალახაძე - კომისიის წევრი;
5. თეიმურაზ ხარატიშვილი - კომისიის წევრი; 
6. ნინო კუტალაძე   - კომისიის წევრი;
7. ნათია აბასაშვილი - კომისიის წევრი;

2. საკონკურსო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას საკონკურსო კომისიის აპარატი შემდეგი შემადგენლობით:

1. ანეტა მერკვილიშვილი;
2. ლელა კოპალეიშვილი;
3. დინარა ტიკარაძე; 
4. ვალერიან მიღდისელი; 
5. დავით გაბრიაძე;
6. ლია ბაყაშვილი;
7. გიორგი მაღლაფერიძე;
8. მაკა ქორჩაშვილი;
9. მინდია მაზმიშვილი;
10. თამარ ყანჩელაშვილი.

3. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სატენდერო კომისიის სხდომის თავჯდომარეობისა და შესაბამის დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიის აპარატს საკონკურსო განცხადებების ტექსტისა და შესყიდვების კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო 
დოკუმენტაციის მომზადება და კომისიისათვის წარდგენა.
5. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება;
6. ბრძანების დაინტერესებული პირებისათის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
7.    ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 
მოვალეობის შემსრულებელი,
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე                                    ერმი ქემოკლიძე





« უკან დაბრუნება