2013-06-27
ბრძანება №:64/01-01

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრის შესახებ

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრის შესახებ

    ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მედიცინის ფაკულტეტის ქვოტით აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან გამომდინარე, ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208 ბრძანებით დამტკიცებული ა(ა)იპ – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე–16 მუხლის მე–2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის,  მე-3 პუნქტის, 33-ე მუხლის, 34–ე მუხლის 1-5 პუნქტებისა და ამავე მუხლის მე-6 პუნქტის, ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს 2013 წლის 3 ივნისის სხდომის N3 ოქმით დამტკიცებული ,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს არჩევის წესის“ საფუძველზე,  

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  დაინიშნოს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრის (1 წევრის)  არჩევნები 2013 წლის 25 ივლისს.
 2.  დაევალოს საარჩევნო კომისიას დადგენილ ვადებში, 25 ივლისის არჩევნების მოქმედ კანონმდებლობასა და უნივერსიტეტის სამართლებრივ აქტებთან შესაბამისად ჩატარება.
3.  არჩევნების საორგანიზაციო (ტექნიკური) ხარჯების ანაზღაურება (საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე) განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნივერსიტეტის მიერ.
4.  აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს 2013 წლის 12 ივლისს 10:00 საათზე და დასრულდეს 2013 წლის 24 ივლისს 18:00 საათზე.
5.  კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მ. ჭიაურელის ქუჩა №2, მე-3 სართული, ოთახი №33.
6.  ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
7.  ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება, არაუგვიანეს 2013 წლის 28 ივნისისა, დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
8.  ბრძანების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის   დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
9.  ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
10.  წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი,№6).



აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი            


ალექსანდრე კვიტაშვილი
 

« უკან დაბრუნება