2015-12-17
ბრძანება №:225/01-01

"სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების 2015-2016 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ" რექტორის 2015 წლის 5 აგვისტოს №133/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

"სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების 2015-2016 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ" რექტორის 2015 წლის 5 აგვისტოს №133/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის    11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა”, "ბ”, "ო” და "პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის – საქართველოს დეკანის 2015 წლის 11 დეკემბრის №46102/02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების 2015-2016 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ" რექტორის 2015 წლის 5 აგვისტოს №133/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის "ბ” ქვეპუნქტში და აღნიშნული ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: 
"ბ) 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი:

ბ1 ადმინისტრაციული რეგისტრაცია 1-14 თებერვალი;
ბ.ა) აკადემიური რეგისტრაცია - 15 - 27 თებერვალი;
ბ.ბ) სააუდიტორიო მეცადინეობები _ 29 თებერვალი-10 ივნისი;
ბ.გ) საგამოცდო პერიოდი _ 13-23 ივნისი."
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება     დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. ბრძანების  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი, პროფესორი                           აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება