ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი ხუბუას ბრძანება ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადებისა და კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე (ბრძანება N05/01–03)
ბრძანება № 05/01–03
15.03.2007 წ.
ჰუმანიტარულ
ფაკულტეტზე ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის
გამოცხადებისა და კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე, 34–ე მუხლების და 89–ე მუხლის მე–11 პუნქტის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. დამტკიცდეს ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩასატარებელი კონკურსის წესი (დანართი 1)
2. ბრძანება აღსრულდეს დაუყოვნებლივ.
3. ბრძანება გამოქვეყნდეს პრესით და განთავსდეს თსუ ოფიციალურ ელექტრონულ გვერდზე.
საფუძველი: ჰუმანიტარული ფაკულტეტის ლიტერატურის თეორიის
მიმართულების ხელმძღვანელის წარდგინება.
რექტორი, პროფესორი გ. ხუბუა
დანართი 1
1.
აკადემიური თანამდებობის დაკავება უნდა მოხდეს ღია კონკურსის საფუძველზე,
რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საჯაროობის, გამჭვირვალობის, თანასწორობისა
და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
2. კონკურსი ცხადდება
საბაზისო სწავლების, სპეციალიზაციისა და სამაგისტრო პროგრამებით
გათვალისწინებული საგნების წაკითხვაზე, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად
კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს: ავტობიოგრაფიული მონაცემები, შესაბამისი
აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ერთი სამეცნიერო
ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით, საუკეთესოდ წარმოაჩენს მის კვლევის
უნარს და ორი სილაბუსი. სილაბუსში მითითებულ უნდა იქნეს:
– საგნის სახელწოდება;
– სწავლების მიზანი; მეთოდი;
– კურსის მოცულობა;
– კრედიტების მინიჭების პირობა;
– ძირითადი და დამხმარე ლიტერატურა;
– საგნის გეგმა თითოეულ ლექციაზე წასაკითხი მასალების მითითებით.
3. კონკურსი ცხადდება ჰუმანიტარული ფაკულტეტის
ფილოლოგიის მიმართულების ლიტერატურის თეორიის სპეციალიზაციით
–ასისტენტ–პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე;
4. საკონკურსო კომისია აკადემიურ თანამდებობასთან კონკურსანტის შესაბამისობის თაობაზე ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლისათვის რეკომენდაციების შემუშავებისას ითვალისწინებს:
– აკადემიურ ხარისხს;
– პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილებას;
– ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებულ სამეცნიერო შრომებს, მონოგრაფიებს, სახელმძღვანელოებს, რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებულ სტატიებს;
– სამეცნიერო საბჭოს წევრობას;
– სამეცნიერო ჟურნალების რედკოლეგიის წევრობას;
– სამეცნიერო, სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელობას, კონსულტანტობას, ოპონირებას;
– წიგნის (კრებულის) რედაქტორობას;
– სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობას.
5. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში კანდიდატმა უნდა განაცხადოს წერილობითი თანხმობა, რომ უნივერსიტეტის სააკრედიტაციო განაცხადში ის იქნება დაფიქსირებული, როგორც ამ უნივერსიტეტის ასისტენტ–პროფესორი.
6. კონკურსი ცხადდება 2007 წლის 12 მარტიდან. დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2007 წლის 12 აპრილი. საბუთების მიღება იწარმოებს ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანატში – ქ.თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. № 1, ტელ. 22 21 08
« უკან დაბრუნება