2019-09-17
ბრძანება №:222/01-01

„ სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ “ რექტორის 2019 წლის 5 ივლისის N167/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  ასისტენტ პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ “ რექტორის  2019  წლის 5 ივლისის N167/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის, „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მე-9 მუხლების, სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის  თამარ დოლბაიას 2019 წლის 13 სექტემბრის  N17284/30  წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.  შევიდეს ცვლილება „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორის  სამსახურში  მისაღებად  კონკურსის  გამოცხადების  შესახებ“  რექტორის
2019 წლის   5   ივლისის   N167/01-01    ბრძანების   მე-3 პუნქტში   და    ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კონკურსი   გამოცხადდეს   2019   წლის   8   ივლისს   საკონკურსო   დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2019 წლის 9 აგვისტოდან 2019 წლის 22 აგვისტომდე. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2019 წლის პირვველი ნოემბრისა.“
2. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს   კანცელარიას   ბრძანების   დაგზავნის   ფურცელში   მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
4.   ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი      გიორგი შარვაშიძე


« უკან დაბრუნება