2017-07-24
ბრძანება №:165/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორის რამაზ აბესაძისათვის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორის რამაზ აბესაძისათვის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ

       ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის -   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ და „ნ“ ქვეპუნქტების,  უნივერსიტეტის  წარმომადგენლობითი საბჭოს 2016 წლის 23 დეკემბრის №9 სხდომის ოქმით  და აკადემიური საბჭოს 2016 წლის 30 ნოემბრის 137/2016 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის  დებულების    მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტის,  უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორის 2017 წლის 3 ივლისის №10430/10 და   უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 5 ივლისის №10644/10 კორესპონდენციების, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  ნუნუ ოვსიანიკოვას თანხმობის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორის რამაზ აბესაძეს  მიენიჭოს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გასაფორმებელ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებასა და მიღება–ჩაბარების აქტებზე  ხელმოწერის უფლებამოსილება.
2.    ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტს;
3.    დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.    ბრძანება ძალაშია  გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი     ნუნუ ოვსიანიკოვა


« უკან დაბრუნება