2007-10-01
ბრძანება №:80/01-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში 2007-2008 სასწავლო წლის დაწყების და სასწავლო პროცესის დარეგულირების შესახებ (ბრძანება N80/01-01)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში 2007-2008 სასწავლო წლის დაწყების და სასწავლო პროცესის დარეგულირების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 100-ე მუხლის შესაბამისად

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში 2007-2008 წლის სასწავლო პროცესი წარიმართოს შემდეგი მოთხოვნების დაცვით:
ა) 2007-2008 სასწავლო წელი დაიწყოს 2007 წლის 15 ოქტომბერს;
ბ) 2007-2008 სასწავლო წლის I სემესტრში სწავლის უფლების მოპოვების მიზნით მაგისტრატურის სტუდენტებმა ადმინისტრაციული რეგისტრაცია გაიარონ 2007 წლის 18 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო აკადემიური რეგისტრაცია 19 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით;
გ) სააუდიტორიო მეცადინეობები დამთავრდეს 2008 წლის 1 თებერვალს;
დ) 2007 წლის 31 დეკემბრიდან 2008 წლის 7 იანვრის ჩათვლით გამოცხადდეს საშობაო არდადეგები;
ე) ზამთრის საგამოცდო სესია ჩატარდეს 2008 წლის 4 თებერვლიდან 23 თებერვლის ჩათვლით;
ვ) სემესტრებს შორის არდადეგები გამოცხადდეს 2008 წლის 24 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით;
ზ) 2007-2008 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი დაიწყოს 2008 წლის 3 მარტს და დამთავრდეს 14 ივნისს;
თ) ზაფხულის საგამოცდო სესია ჩატარდეს 2008 წლის 16 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით;
ი) სააუდიტორიო მეცადინეობები ჩატარდეს ყოველდღე კვირის გარდა. ლექციები დაიწყოს 8 საათსა და 30 წუთზე.
კ) აკადემიური საათი განისაზღვროს 50 წუთით, ხოლო მეცადინეობებს შორის შუალედი 10 წუთით.
2. სტუდენტებს, რომლებიც ამ ბრძანების პირველი და მეორე პუნქტით დადგენილ ვადებში არ გაივლიან რეგისტრაციას, შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი.

 

 

3. დაევალოს კანცელარიის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს (ნ. ოვსიანიკოვა) უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სტრუქტურული ერთეულებისათვის.
4. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში” და განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ გვერდზე.
5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს.
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

რექტორი, პროფესორი გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება