2012-07-09
ბრძანება №:09/01-03

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროს ნინო დურგლიშვილთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროს  ნინო დურგლიშვილთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს  შრომის კოდექსის" 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” პუნქტის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის  28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის "პ" ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის, 53-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ნინო დურგლიშვილის 2012 წლის 4 ივლისის #16007/02 განცხადების საფუძველზე,
 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    შეუწყდეს შრომითი ურთიერთობა 2012 წლის 9 ივლისიდან ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს ნინო დურგლიშვილს.
2.    დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაინტერესებული პირისა და  დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა.
3.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.






რექტორი                                         ალექსანდრე კვიტაშვილი

« უკან დაბრუნება