2015-10-20
ბრძანება №:151/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 28 აპრილის №58/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის   28 აპრილის №58/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტის, ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის ერმი ქემოკლიძისათვის დროებით ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულების უფლებამოსილების დაკისრების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 05 ოქტომბრის №131/02-01 ბრძანების და  უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 16 ოქტომბრის №38769/02 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს დამატება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 28 აპრილის №58/02-01 ბრძანებაში და ბრძანების 27-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე ,,26-ე” პუნქტი:
,,26. დავით კაპანაძე – კვების ობიექტების მენეჯერი - უნივერსიტეტის პირველ და მე-10 კორპუსების კვების ობიექტებში განთავსებულ ქონებაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი”.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება   დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 
მოვალეობის შემსრულებელი, 
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე                  ერმი ქემოკლიძე                          

« უკან დაბრუნება