2015-07-14
ბრძანება №:759/01-04
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტიდან სამაგისტრო პროგრამის "ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება" სტუდენტების გადაყვანის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტიდან სამაგისტრო პროგრამის "ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება" სტუდენტების გადაყვანის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, 51-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების, თსუ აკადემიური საბჭოს 2015 წლის 6 ივლისის №65/2015 დადგენილების, "სსიპ_ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის 127/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის" მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 8 ივლისის №22360/02 წერილის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 13 ივლისის №22856/02 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
გადაყვანილ იქნენ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის "ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება" სტუდენტები არსებული სამართლებრივი მდგომარეობისა და სტატუსის შენარჩუნებით, წინამდებარე ბრძანების დანართის შესაბამისად (დანართი №1).
2.
შეტანილ იქნეს ცვლილება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში (ერთი დღის ვადაში).
3.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4.
დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5.
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
რექტორი, პროფესორი
აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა