2018-03-01
ბრძანება №:42/01-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ACS (ამერიკის ქიმიური საზოგადოება) კომიტეტის შექმნის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ACS (ამერიკის ქიმიური საზოგადოება) კომიტეტის შექმნის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-9 პუნქტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 6 თებერვლის №2155/28 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქიმია/ბიოქიმიის საბაკალავრო პროგრამის ACS (ამერიკის ქიმიური საზოგადოება) სერტიფიცირების მიზნით, შეიქმნას ACS (ამერიკის ქიმიური საზოგადოება) კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით:
ა) ალექსანდრე ცისკარიძე - რექტორის მოადგილე - კომიტეტის თავმჯდომარე;
ბ) ვილიამ ტონგი - სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) რამაზ ხომერიკი – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - ასოცირებული პროფესორი – თავმჯდომარის მოადგილე;
დ) ნუნუ ოვსიანიკოვა - უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - კომიტეტის წევრი;
ე) დიმიტრი კორძაია - მედიცინის ფაკულტეტის დეკანი - კომიტეტის წევრი;
ვ) რამაზ გახოკიძე -ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი – კომიტეტის წევრი;
ზ) ომარ მუკბანიანი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი – კომიტეტის წევრი;
თ) შოთა სამსონია - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი – კომიტეტის წევრი;
ი) გიორგი ღვედაშვილი – უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - კომიტეტის წევრი;
კ) ბეჟან ჭანკვეტაძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი – კომიტეტის წევრი;
ლ) მაგდა ალანია - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - ასოცირებული პროფესორი – კომიტეტის წევრი;
მ) გიორგი ბურჯანაძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი – კომიტეტის წევრი;
ნ) გიორგი ჯიბუტი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი - კომიტეტის წევრი;
ო) ნინო ქოქიაშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის უფროსი ლაბორანტი - კომიტეტის წევრი;
პ) ანა გოლეთიანი - მოწვეული ექსპერტი.
2. წინამდებარე ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე