2013-12-02
ბრძანება №:150/02-01
,,ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 05 დეკემბრის №156/02-01 ბრძანებით დამტკიცებულ დანართი №1-ში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 204864548) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის №187 დადგენილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიეს 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის 2013 წლის 21 ნოემბრის №36458/02; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის ნანა მაჭარაშვილის 2013 წლის 26 ნოემბრის №36984/02 და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებატა ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურის უფროსის ოთარ თაბორიძის 2013 წლის 22 ნოემბრის №36612/02 კორესპონდენციების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 05 დეკემბრის №156/02-01 ბრძანებით დამტკიცებულ დანართი№1-ში:
ა) დანართი №1-ის 27 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე ,,27.40.” ქვეპუნქტი:
,,27.40. ლია გურული – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი - ბიბლიოთეკის წიგნად ფონდზე.”
ბ) დანართი №1-ის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,5.22.” ქვეპუნქტი:
,,5.22. კახაბერ მაჭავარიანი – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის უფროსი სპეციალისტი (მულტიმედია ცენტრი, მე-6 კორპუსი, №302, 304, 305);
გ) დანართი №1-ის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,3.5.17.” ქვეპუნქტი:
,,3.5.17. ხათუნა ბარბაქაძე – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორანტი (არაორგანული-ორგანული ჰიბრიდული ნაერთებისა და არატრადიციული მასალების ს/კ ინსტიტუტი, მე-2 სასწავლო კორპუსი, №351).
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ჩომახიძე
« უკან დაბრუნება