2020-08-26
ბრძანება №:159/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წელს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხულ სტუდენტთა პირადი საქმის გახსნის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წელს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხულ სტუდენტთა პირადი საქმის გახსნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 და მე- 11 პუნქტების, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ რექტორის  2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020- 2021 სასწავლო წელს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა პირადი საქმე გაიხსნას შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე:

ა) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის  ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (დედნის  წარმოდგენით); 
გ) ორი ცალი ფოტოსურათი (3X4), ელექტრონული ვერსია CD-ზე;
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის); 
ე) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).


2.სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წელს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების  გავლის  გარეშე  ჩარიცხულ  სტუდენტთა  პირადი  საქმე  გაიხსნას  შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე (უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტები უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ):

ა)  განცხადება რექტორის სახელზე (საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით); 
ბ) მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) უცხო ქვეყანაში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ორი ცალი ფოტოსურათი (3X4),ელექტრონული ვერსია CD-ზე; 
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისათვის);
ე) უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული შეფასებების და კრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი პირებისათვის, რომლებიც სწავლობენ სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უსდ-ში;
ვ) მოქალაქეობის არმქონე პირის განცხადებას მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნაცვლად უნდა დაერთოს ბინადრობის მოწმობის ასლი.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



რექტორის მოვალეობის შემსრულებელი     ნინო გვენეტაძე

« უკან დაბრუნება