2019-05-30
ბრძანება №:617/02-04
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილების აბიტურიენტებისათვის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 25 აპრილის N551 ბრძანების, უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის გია მამულაშვილის 29.05.2019წ. N9932/10 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დაენიშნოთ სტიპენდია, 2019 წლის 18 აპრილიდან 19 ივლისამდე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილების აბიტურიენტებს, თითოეულს თვეში 150 ლარი დანართი N1 – ის მიხედვით.
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, გასცეს თვეში 10500 ლარი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებიდან.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი, უწყვეტი განათლების ცენტრი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა
« უკან დაბრუნება