2018-08-07
ბრძანება №:214/02-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 12 თებერვლის N10/02-01ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 12 თებერვლის N10/02-01ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტმბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 31 ივლისის N177/01-01 ბრძანების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელოს 2015 წლის 12 თებერვლის N10/02-01 ბრძანების, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2018 წლის 23 ივლისის N14924/10 და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2018 წლის 02 აგვისტოს N15960/10 წერილების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
შევიდეს ცვლილებები პორტუგალიური ენის სწავლების დონეების ცვლილებიდან გამომდინარე სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 12 თებერვლის N10/02-01 ბრძანებაში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით, კერძოდ:
ა) შევიდეს ცვლილებები ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 12 თებერვლის N10/02-01 ბრძანების სათაურში, პირველ და მე-2 პუნქტებში:
ა.ა.) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „პორტუგალიური ენა (A1.1., A1.2., A2.1., A2.2., B1.1., B1.2., B2.1. B2.2.)“ ფასიანი მომსახურების ღირებულების განსაზღვრის თაობაზე“;
ა.ბ.) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „პორტუგალიური ენა (A1.1.,
A1.2., A2.1., A2.2., B1.1., B1.2., B2.1. B2.2.)“ საფასური თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 255 ლარის ოდენობით;“
ა.გ.) ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსი „პორტუგალიური ენა (A1.1., A1.2., A2.1., A2.2., B1.1., B1.2., B2.1. B2.2.)“ გაიხსნას მინიმუმ 7 მსმენელის არსებობის შემთხვევაში“;
2.
დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება;
3.
დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება;
4.
ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
ნუნუ ოვსიანიკოვა