2011-12-09
ბრძანება №:213/02-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო კურსის „CISCO-ს ქსელის სერტიფიცირებული სპეციალისტის კურსი (CCNA)“ ფასიანი მომსახურებისა დადგენის თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო კურსის „CISCO-ს ქსელის სერტიფიცირებული სპეციალისტის კურსი (CCNA)“ ფასიანი მომსახურებისა დადგენის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57–ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი, მე–3 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 24-ე მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო კურსის „CISCO-ს ქსელის სერტიფიცირებული სპეციალისტის კურსი (CCNA)“ დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2011 წლის 12 სექტემბრის №88/01-01 ბრძანებისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის ხელმძღვანელის ქეთევან ცინცაძის 2011 წლის 06 დეკემბრის №32821/02 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო კურსის „CISCO-ს ქსელის სერტიფიცირებული სპეციალისტის კურსი (CCNA)“ ღირებულება ერთი მსმენელისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) კურსის პირველი მოდულის ღირებულება – 218 ლარის ოდენობით;
ბ) კურსის მეორე მოდულის ღირებულება – 194 ლარის ოდენობით;
გ) კურსის მესამე მოდულის ღირებულება – 170 ლარის ოდენობით;
დ) კურსის მეოთხე მოდულის ღირებულება – 218 ლარის ოდენობით.
2. ჯგუფის მსმენელთა მინიმალური რაოდენობა განისაზღვროს 7 მსმენელით.
3. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და სტუდენტებისათვის კურსის ღირებულება განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) კურსის პირველი მოდულის ღირებულება – 190 ლარის ოდენობით;
ბ) კურსის მეორე მოდულის ღირებულება – 170 ლარის ოდენობით;
გ) კურსის მესამე მოდულის ღირებულება – 150 ლარის ოდენობით;
დ) კურსის მეოთხე მოდულის ღირებულება – 190 ლარის ოდენობით.
4. წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სასერთიფიკატო კურსის „SISCO-ს ქსელის სერტიფიცირებული სპეციალისტის კურსი (CCNA)“ – საფასურის დადგენის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის N2011 წლის 19 სექტემბრის №159/02-01 ბრძანება.
5. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
6. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
7. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ჩომახიძე