2019-10-03
ბრძანება №:241/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე - „ევროპისმცოდნეობა“ 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მიღების გამოცხადებისა და მისაღებ კონკურსანტებთან გასაუბრების დარგობრივი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო  პროგრამაზე - „ევროპისმცოდნეობა“ 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მიღების გამოცხადებისა და მისაღებ კონკურსანტებთან გასაუბრების დარგობრივი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანებისა და ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის 2019 წლის 02 ოქტომბრის N18687/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  გამოცხადდეს მიღება 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს 2011 წლის  29  ივნისის  N57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ დოქტორანტურის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე - „ევროპისმცოდნეობა“.
2. განისაზღვროს 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო   პროგრამაზე   -   „ევროპისმცოდნეობა“   -   15 ვაკანტური ადგილით.
3.  განისაზღვროს 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე - „ევროპისმცოდნეობა“ მიღების ვადები:

ა) საბუთების მიღება - 21-23 ოქტომბერი;
ბ) გამოცდა ინგლისურ ენაში (C1 დონე) - 25 ოქტომბერი; გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 28 ოქტომბერი; დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 29 ოქტომბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 30 ოქტომბერი;
ვ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 31 ოქტომბერი;
ზ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 01-04 ნოემბერი;
თ) სასწავლო     პროცესის     მართვის     დეპარტამენტისათვის     დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 05 ნოემბერი;
ი) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 06 ნოემბერი.
4. განისაზღვროს     მიმღებ     კომისიაში     წარმოსადგენი     დოკუმენტაციის     ნუსხა: ა) განცხადება თსუ რექტორის სახელზე;
ბ) კვლევითი პროექტი ინგლისურ ენაზე (2500-3000 სიტყვა), რომელიც მოიცავს: ბ.ა.) დისერტაციის სათაურს;
ბ.ბ.) კვლევის მიზნებს;
ბ.გ.) კვლევით კითხვას/კითხვებს; 
ბ.დ.) ჰიპოტეზას;
ბ.ე.) კვლევის მეთოდოლოგიას;
ბ.ვ.) გამოსაყენებელი ლიტერატურის მიმოხილვას. 
გ) ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა.
დ) სამოტივაციო წერილი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
ე) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენებზე;
ვ)   პირადობის   დამადასტურებელი   მოწმობის   ასლი;   უცხო   ქვეყნის   მოქალაქის შემთხვევაში პასპორტის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;
ზ)  ფოტოსურათი  (3X4)  -  ბეჭდური  2  ცალი  და  ელექტრონული  ვერსია  CD-ზე; თ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის  დამოწმებული   ასლი   (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად  დამოწმებული ასლი; 2019 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
ი) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
კ) ინგლისური ენის C1 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ლ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მ)  წვევამდელის  სამხედრო-სააღრიცხვო  მოწმობის  ასლი  (ან  სამხედრო  ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

5. დამტკიცდეს  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე - „ევროპისმცოდნეობა” დოქტორანტურაში მისაღებ კონკურსანტებთან გასაუბრების დარგობრივი კომისიის შემადგენლობა: 

1.   პროფ. ნათია ლაპიაშვილი  (კომისიის თავმჯდომარე)
2.   პროფ. ქეთევან ხუციშვილი
3.   პროფ. ვასილ კაჭარავა

6. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანების  ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე  განთავსების  და  შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





რექტორის მოვალეობის შემსრულებელი      ნინო ოკრიბელაშვილი
« უკან დაბრუნება