ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალისათვის სამუშაოსა და შესვენების დროის ხანგრძლივობის განსაზღვრის დროებითი რეგულაციის შესახებ (ბრძანება №94/02-01)
24.07.2008 წ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალისათვის სამუშაოსა და შესვენების დროის ხანგრძლივობის განსაზღვრის დროებითი რეგულაციის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალის სამუშაო დრო განისაზღვროს 5 დღიანი სამუშაო კვირით.
2. სამუშაო დროის ხანგრძლივობა განისაზღვროს დილის 9.00 საათიდან 18.00 საათამდე.
3. შესვენების დროის ხანგრძლივობა განისაზღვროს 13 საათიდან 14 საათამდე.
4. სასწავლო პროცესის მოთხოვნების გათვალისწინებით დამხმარე პერსონალისთვის დასაშვებია 6 დღიანისამუშაო კვირა, არაუმეტეს 41 საათისა კვირაში.
5. დაევალოს საერთო განყოფილებას (ნ. ოვსიანიკოვა) უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სტრუქტურული ერთეულებისათვის;
6. ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ვებგვერდზე;
7. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მონიტორინგის სამსახურს (დ. ბერეკაშვილი).
საფუძველი: პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი
ბარათი #12726/02; 23.07.08წ.
რექტორის მოვალეობის შემსრულენელი,
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
გ. გალდავა
« უკან დაბრუნება