2015-2016 სასწავლო წლის თსუ გერმანულენოვანი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების მიმღებთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2015-2016 სასწავლო წლის თსუ გერმანულენოვანი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების მიმღებთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წერილის (28051/02; 31.08.15) საფუძველზე
1. ჩატარდეს კონკურსი 2015-2016სასწავლო წლისათვის გამოყოფილი გერმანულენოვანი ერთსემესტრიანი საბაკალავრო და სამაგისტრო სტიპენდიების მიმღებთა (სტიპენდიატი) შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2015წლის2სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ოთახი #121 (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #1).
3. დამტკიცდეს სტიპენდიატთა შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:ა) კომისიის თავმჯდომარე ნინო ქიმერიძე (თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის ასოც. პროფესორი);ბ) კომისიის წევრი თეა ფეტელავა (თსუ ენების შემსწავლელი ცენტრის გერმანულის მასწავლებელი);გ) კომისიის წევრი მაია ჯაფარაშვილი თსუ ენების შემსწავლელი ცენტრის გერმანულის მასწავლებელი);დ) დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი – ირინა გამყრელიძე.
4. დაევალოს თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს კონკურსის მონაწილეებისნინო ბაკურაძის, ნატო გამსახურდიას და მარიამ სურმავასგასაუბრებაზე სკაიპით ჩართვის ტექნიკური უზრუნველყოფა.
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1); კონკურსანტთა გასაუბრების განრიგი (დანართი №2).
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
რექტორი
,
პროფესორი
აკადემიკოსი
ვლადიმერ პაპავა