2009-09-11
ბრძანება №:96 / 01-01

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა შერჩევის მიზნით გასაუბრების ჩატარების შესახებ

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა შერჩევის მიზნით გასაუბრების ჩატარების შესახებ
 

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის # 490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. ჩატარდეს გასაუბრება ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა შესარჩევად;
  2. გასაუბრება ჩატარდეს შემდეგ ენებში:


    ინგლისური ენა 
    გერმანული ენა
    ფრანგული ენა
    ესპანური ენა
    იტალიური ენა
    რუსული ენა
    ახალი ბერძნული ენა
    არაბული ენა
    თურქული ენა
    სპარსული ენა
    ებრაული ენა
    სომხური ენა
    იაპონური ენა
    ჩინური ენა
    ქართული ენა (უცხოელებისათვის)
    აფხაზური ენა
    ოსური ენა
    ჩეჩნური ენა
    ადიღეური ენა
    კლასიკური ენები: ძველი ბერძნული და ლათინური.



  3. კანდიდატებს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

    ა) განცხადება კომისიის სახელზე;
    ბ) ავტობიოგრაფია (cv  ქართულ და შესაბამის უცხოურ ენაზე);
    გ) პირადობის მოწმობის ასლი;
    დ) დიპლომის ასლი;
    ე) პროფესიული განვითარების დამადასტურებელი სერტიფიკატები/ასლები.

  4. გასაუბრების შედეგად შერჩეულ მასწავლებელთა შრომის    ანაზღაურების ოდენობა  და სხვა პირობები აისახოს შრომით ხელშეკრულებებში;
  5. შეიქმნას კომისია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა შესარჩევად და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი;
  6. საბუთების  მიღება იწარმოებს 2009 წლის 11 სექტემბრიდან 2009 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით  თსუ-ს V კორპუსში (ი .ჭავჭავაძის გამზ. #36),  II სართული, ოთახი # 229, 10-დან 17 საათამდე). 
  7. გასაუბრება ჩატარდება  2009 წლის 21 სექტემბრიდან 2009 წლის 26 სექტემბრამდე.
  8. ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
  9. ინფორმაცია მასწავლებელთა შესარჩევად გასაუბრების შესახებ განთავსდეს www.jobs.ge-ზე;
  10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წერილი #18423/02 10.09.2009წ.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი 
                                   რ. ხარბედია

« უკან დაბრუნება