2018-10-02
ბრძანება №:918/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შპს - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და შპს - ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტების რიგგარეშე მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შპს - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და შპს - ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტების რიგგარეშე მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ

    „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  58-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ №10/ნ ბრძანების  №1 დანართის მე-5 მუხლის 11 პუნქტის და  მე-51 მუხლის მე-3 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტების, სსიპ -  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2018 წლის 3 სექტემბრის N809/ი ბრძანების, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 14 სექტემბრის N18742/29 და იურიდიული ფაკულტეტის 2018 წლის 14 სექტემბრის N18692/31-01 და N18693/31-01, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 13 სექტემბრის N18637/32, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2018 წლის 14 სექტემბრის N18635/30 წერილებისა და  სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 1 ოქტომბრის MES 2 18 01253922 (თსუ კანცელარიაში რეგისტრაციის N22132/10-02, 02.10.2018) დასკვნის საფუძველზე საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩაირიცხონ რიგგარეშე მობილობის წესით 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან შპს - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და შპს - ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად: 
1.1. იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №1); 
1.2.  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №2);
1.3 მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №3);
1.4  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №4);
2. თსუ-ს რექტორის ბრძანება გამოცემიდან 2 სამუშაო დღის ვადაში აისახოს  სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში, ხოლო 3 სამუშაო დღის ვადაში გაიგზავნოს სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურულ ერთეულებისათვის.
4. ბრძანება ძალაშია დაინტერესებული პირებისათვის გაცნობისთანავე.


რექტორი      გიორგი შარვაშიძე

« უკან დაბრუნება