2018-12-06
ბრძანება №:299/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკისა  და   ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის                გამოცხადების შესახებ

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,  34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის 11 პუნქტის, თსუ აკადემიური საბჭოს   2014 წლის  22 დეკემბრის №118 დადგენილების - "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №10 29.12.2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს   2018 წლის 30 აპრილის  №113 დადგენილების -„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური  პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის  6 დეკემბრის N31/04 ერთობლივი ბრძანების და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  დეკანის  გიორგი ღაღანიძის 2018 წლის 24 ოქტომბრის  N22200/29 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის პროფესორად უვადოდ შეიძლება არჩეული იქნეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს თსუ წესდების  29 მუხლის 11 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს განსაკუთრებული პროფესიული მიღწევები ან/და სამეცნიერო მიღწევები (სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და მაღალრეიტინგულ  საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და აქვს სხვა მიღწევები დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით).
3. კონკურსი გამოცხადდეს 2018 წლის 6 დეკემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2019 წლის 8 იანვრიდან 2019 წლის 15 იანვრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2019 წლის პირველი თებერვლისა.
4. კონკურსი გამოცხადდეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: 
     

თეორიული ეკონომიკის  კათედრა 
პროფესორი - 1 საშტატო ერთეული 
საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრა
პროფესორი - 1 საშტატო ერთეული 

5. პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა   წარმოადგინოს:
ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);    
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);              
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე)სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
6. პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი  კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით,  ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს,  წერილობით  გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
7. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2019  წლის 8  იანვრიდან 2019  წლის  15 იანვრის ჩათვლით 930-დან 1800 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა), ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი უნივერსიტეტის ქ. N2 თსუ X კორპუსი, IV სართული, ოთახი N403; 
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.



რექტორი                         გიორგი შარვაშიძე 
                               

« უკან დაბრუნება