2020-03-16
ბრძანება №:61/01-01
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019- 2020 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2019 წლის 5 ივლისის N168/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019- 2020 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2019 წლის 5 ივლისის N168/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების,
57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2019 წლის 5 ივლისის N168/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის „გ.გ“ და „ვ.გ“ ქვეპუნქტებში:
ა) ბრძანების პირველი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 1 აპრილი - 27 ივნისი“
ბ) ბრძანების პირველი პუნქტის „ვ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 1 აპრილი - 27 ივნისი“
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე