2010-04-06
ბრძანება №:35/01-01
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 92 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტთა 70-ე საუნივერსიტეტო სამეცნერო კონფერენციის ჩატარების შესახებ

« უკან დაბრუნება
"უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე და 43-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის
№
490 ბრძანებით დამტკიცებული "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელომწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით,
1. ჩატარდეს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 92 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტთა 70-ე საუნივერსიტეტო სამეცნერო კონფერენცია 2010 წლის 10 მაისიდან 16 მაისამდე.
2. დამტკიცდეს თსუ სტუდენტთა 70-ე სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების წესი (დანართი 1).
3. თსუ სტუდენტთა 70-ე სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების ორგანიზება დაევალოს თსუ სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოებას (ტ. კვიციანი).
4. დაევალოთ ფაკულტეტების დეკანებს (დ. თვალთვაძე, რ. ბოჭორიშვილი, ნ. ბელქანია, ე. ხარაბაძე, ი. ბურდული, ა. ცისკარიძე), უზრუნველყონ შესაბამის ფაკულტეტებზე თსუ სტუდენტთა 70-ე სამეცნიერო კონფერენციისათვის სათანადო მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება კონფერენციის ორგანიზების წესის შესაბამისად.
5. დაევალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს (რ. ხარბედია) თსუ სტუდენტთა 70-ე სამეცნიერო კონფერენციის ფინანსური და ტექნიკური უზრუნველყოფა წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად.
6. დაევალოს კანცელარიის უფროსს (ნ. ოვსიანიკოვა), უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სტრუქტურული ერთეულებისათვის. ბრძანება საჯარო გაცნობისათვის გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი", განთავსდეს უნივერსიტეტის ვებგვერდზე და გამოიკრას თვალსაჩინო ადგილებზე.
7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: თსუ სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების თავმჯდომარის განცხადება.
ვბრძანებ:

რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა