2017-10-25
ბრძანება №:236/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 20 თებერვლის NN33/02-01 ბრძანებაში „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესი“ ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 20 თებერვლის NN33/02-01 ბრძანებაში „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესი“ ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ”, ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლისა და  63–ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს შექმნისა და სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის შემუშავების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 23 დეკემბრის N18/04 ერთობლივი ბრძანებისა და სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს 2017 წლის 28 აპრილის სხდომის №5 ოქმის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება და დამატება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 20 თებერვლის N33/02-01 ბრძანებაში „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესი“:
ა) ბრძანების N1 დანართით დამტკიცებულ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის:
ა.ა) მე-2 მუხლს მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  ,,81“ პუნქტი:
,,81. პროექტის განხორციელებისას შესაძლებელია პროექტის ბიუჯეტის  მუხლობრივი განწერის 10 პროცენტამდე ცვლილება, რაც ხორციელდება უნივერსიტეტის ადმინისტრაციისათვის წერილობითი ცნობებით (ადმინისტრაციასთან შეთანხმება), ხოლო პროექტის  ბიუჯეტის მუხ¬ლობრივი განწერის 10 პროცენტზე მეტი ოდენობით ცვლილების დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში  აუცილებელია საბჭოს თანხმობა.”
ა.ბ) მე-2 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. პროექტის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს 1 თვის ვადაში პროექტის ავტორ(ებ)მა საბჭოს სახელზე უნდა წარმოადგინონ პროგრამული და ფინანსური ანგარიში,  შესაბამისი შეფასების ფორმის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ასევე წარმოდგენილი უნდა იქნას რეკომენდატორ/ებ/ის დასკვნა (შეფასება) წარმოდგენილ პროგრამულ ანგარიშზე, საბჭოზე შემდგომი განხილვის მიზნით.“  
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი        ნუნუ ოვსიანიკოვა
« უკან დაბრუნება