2012-03-22
ბრძანება №:49/01-01

ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 2011/2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის (მაისი-ივლისი) ფოლქსვაგენის ფონდის მიერ გამოყოფილი კვლევითი სტიპენდიების მოსაპოვებლად შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებვ

ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 2011/2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის (მაისი-ივლისი) ფოლქსვაგენის ფონდის მიერ  გამოყოფილი კვლევითი სტიპენდიების  მოსაპოვებლად შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 ნოემბრის #412 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 15-ე მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ და ,,ს’’ ქვეპუნქტების და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (6835/02; 21.03.2012) საფუძველზე
 
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1.    ჩატარდეს შესარჩევი კონკურსი ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში 2011-2012 სასწავლო წლისთვის გამოყოფილი კვლევითი ორ-სამთვიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად.
2.    კონკურსი ჩატარდეს 2012 წლის 23 მარტს თსუ მეორე კორპუსის მცირე საკონფერენციო დარბაზში (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #3, თსუ-ს მეორე კორპუსი, ოთახი 135 და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში, თსუ-ს მეორე კორპუსი, ოთახი #204).  
3.    დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
a)    კომისიის თავმჯდომარე ულრიხ შტელკენსი (შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორი)
ბ) კომისიის წევრი გუიდო მიუნთელი (გერმანიის საელჩოს ეკონომიკის განყოფილების ხელმძღვანელი)
დ) კომისიის წევრი ირაკლიBბურდული (თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი)
ე) კომისიის წევრი კლაუდია Hჰიპი (თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის კოორდინატორი).
ვ) დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის გერმანულენოვანი პროგრამების კოორდინატორი – ირინა გამყრელიძე.
4.    დამტკიცდეს კონკურსის ჩატარების წესი და კანდიდატთა შესარჩევი შეფასების კრიტერიუმები (დანართი 1).
5.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს
  საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
6.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.






რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
რექტორის მოადგილე:                                   ა. ჩუთლაშვილი


« უკან დაბრუნება