2015-04-20
ბრძანება №:60/01-01

2015-2016 სასწავლო წლის თსუ ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების მიმღებთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

2015-2016 სასწავლო წლის თსუ ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების მიმღებთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის  11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ¬ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წერილის (13552/02; 17.04.15) საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2015-2016 სასწავლო წლისათვის გამოყოფილი ინ¬გლი¬სურ-ენო¬ვანი ერთსემესტრიანი საბაკალავრო და სამაგისტრო სტიპენდიების მიმღებთა (სტიპენდიატი) შესარჩევად. 

2. კონკურსი ჩატარდეს 2015 წლის 22-23 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსი, ოთახი №246 (მისამართი: თბილისი,   ი. ჭავჭავაძის გამზირი №3). 
3. დამტკიცდეს სტიპენდიატთა შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)კომისიის თავმჯდომარე დემეტრე ეგნატაშვილი (თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატის უფროსი, მოწვეული ლექტორი);
ბ)კომისიის წევრი გიორგი ღაღანიძე (თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი);
გ)კომისიის წევრი ალექსანდრე თევზაძე (თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
დ)კომისიის წევრი რამაზ ხომერიკი (თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო   მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
ე)კომისიის წევრი მანანა გელაშვილი (თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი);
ვ) კომისიის წევრი ტრევორ კარტლეჯი (თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორი, მოწვეული პედაგოგი);
ზ) კომისიის წევრი დავით სიხარულიძე (თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
თ) კომისიის წევრი ლილი ხეჩუაშვილი (თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი);
ი) კომისიის წევრი მაია მესტვირიშვილი (თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
კ) კომისიის წევრი ნინო პავლიაშვილი (თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი); 
ლ) კომისიის წევრი ზურაბ ტატანაშვილი (თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი). 
3. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორი - ლელა კაცაძე.
4. დაევალოს თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს კონკურსის მონაწილის ხატია ვაჭარაძის გასაუბრებაზე სკაიპით ჩართვის ტექნიკური უზრუნველყოფა. 
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1); კომისიის მუშაობის გრაფიკი (დანართი №2); კონკურსანტთა გასაუბრების განრიგი (დანართი №3). 
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინ¬ფორ¬მაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურ¬ცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი, პროფესორი                                                     აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა 
 

« უკან დაბრუნება