2013-07-10
ბრძანება №:75/01-01
ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურაში მიღებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“,„ს“ „ტ“ ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტისა და "საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ" თსუ–ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57 დადგენილების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. გამოცხადდეს მიღება ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013–2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თსუ–ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57 დადგენილებით დამტკიცებულ სადოქტორო პროგრამებზე;
2. განისაზღვროს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის დოქტორანტურაში მიღების ვადები:
ა) საბუთების მიღება – 26 - 30 აგვისტო;
ბ) გამოცდა უცხო ენაში – 3 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 5 სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 6 - 9 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 10 სექტემბერი;
ვ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება – 11 - 13 სექტემბერი;
ზ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 16 – 18 სექტემბერი;
თ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 20 სექტემბერი.
3. განისაზღვროს თსუ-ს ფაკულტეტების მიმღებ კომისიებში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2013 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
ვ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა;
ზ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) ქართული ენის B 2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) წერილობითი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში (ან უარი არ ეთქვა სხვა უმაღლეს სასწავლებელში დოქტორანტურაში
მიღებასა და /ან მის მიერ შერჩეული თემის დამუშავებაზე);
კ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ლ) ფოტოსურათის (3x4) ელექტრონული ვერსია CD-ზე.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
5. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორის მოვალეობის
შემსრულებელი ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება