2020-01-17
ბრძანება №:1/04

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მიერ შრომის დისციპლინის დაცვისა და ეთიკის ნორმების დამდგენი აქტების მოთხოვნათა დარღვევის შესწავლისა და სათანადო ღონისძიებათა გატარებისათვის კომისიების შექმნის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 16 ივნისის N09/04 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მიერ შრომის დისციპლინის დაცვისა და ეთიკის ნორმების დამდგენი აქტების მოთხოვნათა დარღვევის შესწავლისა და სათანადო ღონისძიებათა გატარებისათვის კომისიების შექმნის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2014 წლის 16 ივნისის N09/04 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ და „ჰ4“ ქვეპუნქტების, 22-ე  და 23-ე მუხლების  პირველი  პუნქტების, „საჯარო  სამართლის იურიდიული  პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14  მუხლის  პირველი  პუნქტის,  მე-8  პუქტის „ა“ და  „პ“  ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,   მე–15 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ზ“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2020 წლის 17 იანვრის N585/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მიერ შრომის დისციპლინის დაცვისა და ეთიკის ნორმების დამდგენი აქტების მოთხოვნათა დარღვევის შესწავლისა და სათანადო ღონისძიებათა გატარებისათვის კომისიების შექმნის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის
16 ივნისის N09/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მიერ  შრომის დისციპლინის
დაცვისა და ეთიკის ნორმების დამდგენი აქტების მოთხოვნათა დარღვევის შესწავლისა და სათანადო ღონისძიებათა გატარებისათვის კომისიების შექმნის წესში და წესის მე- 2 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,მუხლი 2. აკადემიური,   სამეცნიერო და მასწავლებელთა პერსონალის მიერ დისციპლინისა       და     ეთიკის     ნორმების     დარღვევის    შემსწავლელი    კომისია
1. აკადემიური, სამეცნიერო და მასწავლებელთა პერსონალის მიერ დისციპლინისა და ეთიკის ნორმების დარღვევისას იქმნება აკადემიური, სამეცნიერო და მასწავლებელთა პერსონალის მიერ დისციპლინისა და ეთიკის ნორმების  დარღვევის  შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისია  ( შემდგომში - ,,ასმ     კომისია“), შემდეგი შემადგენლობით: ა) რევაზ გაჩეჩილაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
ბ) ნოდარ  ელიზბარაშვილი  - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
გ) ია აფთარაშვილი  - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
დ) ლელა ბახტაძე   - ეკონომიკისა     და    ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) მორის შალიკაშვილი  - იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ვ) ზურაბ ჩხაიძე - მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი;
ზ) თეა წითლანაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
თ) თეიმურაზ გოგსაძე - ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის მოწვეული პედაგოგი.
2. კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი აირჩევა კომისიის შემადგენლობიდან კომისიის პირველ სხდომაზე, დამსწრეთა უმრავლესობით, ღია კენჭისყრის წესით.“.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე - ქ. თბილისი, დავით    აღმაშენებლის    ხეივანი,      მე-12    კილომეტრი    N6.    ბრძანება    ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი      გიორგი შარვაშიძე 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი     ლაშა საღინაძე

« უკან დაბრუნება