2015-12-22
ბრძანება №:229/01-01
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლის აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის 140 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩასატარებლად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო კომისიის შექმნის შესახებ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლის აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის 140 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩასატარებლად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო კომისიის შექმნის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 და მე-12 პუნქტების, საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლის აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის 140 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების განხორციელების მიზნით შეიქმნას სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ვლადიმერ პაპავა - რექტორი, პროფესორი, აკადემიკოსი - საიუბილეო კომისიის თავმჯდომარე;
ბ) დარეჯან თვალთვაძე - რექტორის მოადგილე - საიუბილეო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ერმი ქემოკლიძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე - საიუბილეო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
დ) ირმა რუხაძე – რექტორის თანაშემწე – საიუბილეო კომისიის პასუხისმგებელი მდივანი;
ე) მერაბ ელიაშვილი - რექტორის მოადგილე - საიუბილეო კომისიის წევრი;
ვ) თარხუჯ ჯავახიშვილი – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი – საიუბილეო კომისიის წევრი;
ზ) რამაზ ბოჭორიშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - საიუბილეო კომისიის წევრი;
თ) ირაკლი ბურდული - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი - საიუბილეო კომისიის წევრი;
ი) თეიმურაზ ბერიძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი - საიუბილეო კომისიის წევრი;
კ) ნანი გაფრიდაშვილი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი – საიუბილეო კომისიის წევრი;
ლ) თამარ გაგოშიძე - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - საიუბილეო კომისიის წევრი;
მ) თამარ დოლბაია - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - საიუბილეო კომისიის წევრი;
ნ) ალექსანდრე ცისკარიძე – მედიცინის ფაკულტეტის დეკანი - საიუბილეო კომისიის წევრი;
ო) მაია გურაბანიძე - მუზეუმის დირექტორი - საიუბილეო კომისიის წევრი;
პ) ზურაბ გაიპარაშვილი - ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი - საიუბილეო კომისიის წევრი;
ჟ) თეა გერგედავა - საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი - საიუბილეო კომისიის წევრი;
რ) თამარ ებრალიძე - უნივერსიტეტის გამომცემლობის დირექტორი - საიუბილეო კომისიის წევრი;
ს) ტარიელ ზარანდია - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი - საიუბილეო კომისიის წევრი;
ტ) ნინო კაკულია - გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორი - საიუბილეო კომისიის წევრი;
უ) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - საიუბილეო კომისიის წევრი;
ფ) ნანა მამაგულიშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი - საიუბილეო კომისიის წევრი;
ქ) ირაკლი საღარეიშვილი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი - საიუბილეო კომისიის წევრი;
ღ) გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი - საიუბილეო კომისიის წევრი;
ყ) თედო დუნდუა - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - საიუბილეო კომისიის წევრი;
შ) ვაჟა კიკნაძე - უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი - საიუბილეო კომისიის წევრი;
ჩ) მერაბ კოკოჩაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - საიუბილეო კომისიის წევრი;
ც) ავთანდილ სილაგაძე – ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი – საიუბილეო კომისიის წევრი;
ძ) ჯაბა სამუშია - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - საიუბილეო კომისიის წევრი;
წ) ნუგზარ სურგულაძე – იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი – საიუბილეო კომისიის წევრი;
ჭ) ნიკოლოზ ჯავახიშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - საიუბილეო კომისიის წევრი;
ხ) მალხაზ ბაძაღუა – რექტორის მოადგილის თანაშემწე – საიუბილეო კომისიის წევრი;
ჯ) მარინა ლომოური - უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ,,საბავშვო უნივერსიტეტის“ უფროსი - საიუბილეო კომისიის წევრი.
2. წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს რექტორის 2015 წლის 21 დეკემბრის №228/01-01 ბრძანება.
3. დაევალოს კომისიას იუბილესთან დაკავშირებით, დაგეგმილი ღონისძიებების ნუსხის შედგენა და განხორციელება.
4. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა