2014-09-18
ბრძანება №:162/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ’’ რექტორის 2014 წლის 10 ივნისის #86/01-01 ბრძანების დანართში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2014 წლის 18 სექტემბრის №1163/29-05 (კანც. რეგისტრაციის №31557/02, 18.09.2014), ჰუმანიტარულ მეცნირებათა ფაკულტეტის დეკანის 2014 წლის  18 სექტემბრის №5767/27 (კანც. რეგისტრაციის #31621/02, 18.09.2014), სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2014 წლის 18 სექტემბრის №4500/30-00 (კანც. რეგისტრაციის №31620/01-04, 18.09.2014), იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2014 წლის 18 სექტემბრის №7698/31-02 (კანც. რეგისტრაციის №31600/02, 18.09.2014)  წარდგინებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    შეტანილ იქნეს ცვლილება უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 10 ივნისის  ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში  სადოქტორო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ’’ #86/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ შესაბამის დანართებში შემდეგნაირად:

a)    1.2. ქვეპუნქტით დამტკიცებულ №2 დანართში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებისთვის განსაზღვრული ვაკანტური ადგილების რაოდენობაში და იგი ჩამოყალიბდეს წინამდებარე ბრძანების #1 დანართში წარმოდგენილი რედაქციით (დანართი №1).

b)    1.3. ქვეპუნქტით დამტკიცებულ №3 დანართში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებისთვის განსაზღვრული ვაკანტური ადგილების რაოდენობაში და იგი ჩამოყალიბდეს წინამდებარე ბრძანების #2 დანართში წარმოდგენილი რედაქციით (დანართი №2).

გ) 1.4. ქვეპუნქტით დამტკიცებულ №4 დანართში ,,ტურიზმის და მასპინძლობის მენეჯმენტის’’ სადოქტორო პროგრამისთვის განსაზღვრული ვაკანტური ადგილების რაოდენობაში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,

სადოქტორო პროგრამების დასახელება
ვაკანტური ადგილების რაოდენობა
3.
ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი
4

  “
დ) 1.5. ქვეპუნქტით დამტკიცებულ №5 დანართში იურიდიული ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამისთვის განსაზღვრული ვაკანტური ადგილების რაოდენობაში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,

სადოქტორო პროგრამების დასახელება
ვაკანტური ადგილების რაოდენობა
1.
სამართალი
37

  “
2.    ბრძანების დაინტერესებულ პირისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
3.    ბრძანება ძალაშია დაინტერესებული მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.


რექტორი, პროფესორი                            აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება