2015-09-29
ბრძანება №:123/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ-კურსი “შრომის სამართლისა და პერსონალის მართვის აქტუალურ საკითხებზე “ ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების განსაზღვრის თაობაზე

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის  ტრენინგ-კურსი “შრომის სამართლისა    და პერსონალის მართვის აქტუალურ საკითხებზე “ ფასიანი მომსახურებისა   და მასწავლებელთა ანაზღაურების განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის   2015 წლის 28 სექტემბრის №36181/01 წერილის საფუძველზე,

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:  

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ-კურსი “შრომის სამართლისა და პერსონალის მართვის აქტუალურ საკითხებზე “  (შემდგომში - ,,ტრენინგ-კურსი”) ერთი კურსის (კურსის მოცულობა 6 საათი) ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 70 ლარით.
2. ტრენინგ-კურსი გაიხსნას კურსზე მინიმუმ 10 მსმენელის არსებობის შემთხვევაში, საჭიროების შემთხვევაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანხმობით გაიხსნას ჯგუფი მინიმუმ 5 მსმენელის  შემადგენლობით;
3. ტრენინგ-კურსის მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი –  25 ლარის ოდენობით (დაბეგვრით); 
4. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
5. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
6. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი   დავით ჩომახიძე
« უკან დაბრუნება