2017-10-09
ბრძანება №:198/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად და შემდგომ საფეხურებზე 2017 წლის შემოდგომაზე მისაღებ აპლიკანტთა რაოდენობიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აპლიკანტთა მიღებისთვის ადგილების განსაზღვრის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად და შემდგომ საფეხურებზე 2017 წლის შემოდგომაზე მისაღებ აპლიკანტთა რაოდენობიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აპლიკანტთა მიღებისთვის ადგილების განსაზღვრის შესახებ

   „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი  პუნქტის,   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის,  58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 59-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის N152/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 02 ოქტომბრის ,,აპლიკანტებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი და შემდგომი საფეხურების პროფესიულ ტესტირებაზე რეგისტრაციის და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის პროფესიულ ტესტირებაში მიღებული ქულის/ქულების შენახვის მიზნით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის პროფესიული ტესტირებაზე რეგისტრაციის ვადების დადგენის შესახებ,, #864 ბრძანების და  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად/შემდგომ საფეხურზე 2017 წლის შემოდგომაზე მისაღებ აპლიკანტთა რაოდენობიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აპლიკანტთა მიღებისთვის ადგილები განისაზღვროს  შემდეგი ოდენობით:



  ა) ტანსაცმლის დიზაინი (IV საფეხური) - 2 ადგილი
  ბ) კინო-ტელე რეჟისორი (IV საფეხური) - 2 ადგილი
   გ) კინო-ტელე რეჟისორი (V საფეხური) - 1 ადგილი
   დ) სასტუმრო და საკურორტო მენეჯმენტი (IV საფეხური) – 2 ადგილი
   ე) სასტუმრო და საკურორტო მენეჯმენტი (V საფეხური) - 1  ადგილი
   ვ) ტურიზმის მენეჯმენტი (IV საფეხური) - 2 ადგილი
   ზ) ტურიზმის მენეჯმენტი (V საფეხური) - 1 ადგილი
   თ) აგროლოჯისტიკის ოპერატორი -  (IV საფეხური) - 3 ადგილი
   ი) აგროლოჯისტიკის ოპერატორი -  (V საფეხური) - 1 ადგილი
   კ) მასაჟისტი (III საფეხური) – 1 ადგილი
   ლ) მასაჟისტი (III საფეხური, Qქ.Qქუთაისი, თსუ სასწავლო ცენტრი) - 1 ადგილი

2.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა   დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი              გიორგი შარვაშიძე






« უკან დაბრუნება