2019-01-10
ბრძანება №:4/01-01
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის 2018-2019 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2018 წლის 5 სექტემბრის N206/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის 2018-2019 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2018 წლის 5 სექტემბრის N206/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის 2018-2019 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2018 წლის 5 სექტემბრის N206/01-01 ბრძანების პირველ პუნქტში და აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის 2018-2019 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა ა) შემოდგომის სემესტრი:
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 აგვისტო - 23 სექტემბერი; ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 24 სექტემბერი - 1 ოქტომბერი;
ა.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 1 ოქტომბერი - 10 იანვარი; 21-26 იანვარი;
ა.დ) საგამოცდო პერიოდი - 28 იანვარი - 16 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები); 25
თებერვალი-2 მარტი (დამატებითი გამოცდები);
ა.ე) არდადეგები - 30 დეკემბერი – 7 იანვარი; 11-20 იანვარი; 3-10 მარტი.
ბ) გაზაფხულის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 4 თებერვალი - 11 მარტი; ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 4–11 მარტი;
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 11 მარტი – 22 ივნისი;
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი - 24 ივნისი - 19 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 25 - 31
ივლისი (დამატებითი გამოცდები);
ბ.ე) არდადეგები - 1 აგვისტო - 15 სექტემბერი. მაგისტრატურის/დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა
გ) შემოდგომის სემესტრი:
გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 აგვისტო - 23 სექტემბერი; გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 24 სექტემბერი - 1 ოქტომბერი;
გ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 1 ოქტომბერი - 10 იანვარი; 21-26 იანვარი;
გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 28 იანვარი - 16 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები); 25
თებერვალი-2 მარტი (დამატებითი გამოცდები);
გ.ე) არდადეგები - 30 დეკემბერი – 7 იანვარი; 11-20 იანვარი; 3-10 მარტი.
დ) გაზაფხულის სემესტრი:
დ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 4 თებერვალი - 11 მარტი; დ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 5–11 მარტი;
დ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 11 მარტი – 22 ივნისი;
დ.დ) საგამოცდო პერიოდი - 24 ივნისი - 19 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 25 - 31
ივლისი (დამატებითი გამოცდები);
დ.ე) არდადეგები - 1 აგვისტო - 15 სექტემბერი.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე
« უკან დაბრუნება