2012-05-31
ბრძანება №:74/01-01
ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ,,ა" და ,,ს" ქვეპუნქტების, 46-ე მუხლის, 47-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 31 მაისის N7 დადგენილებით დამტკიცებული ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, ამავე წესის მე-3 მუხლის, ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 31 მაისის №29/04 ერთობლივი ბრძანების "ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის ა. ცისკარიძის 2012 წლის 31 მაისის №13146/02 წერილის საფუძველზე
1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ - პროფესორთა სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის სრულ პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
4. უნივერსიტეტის ასისტენტ–პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან დოქტორანტი;
5. კონკურსი გამოცხადდეს 2012 წლის პირველ ივნისს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2012 წლის 2 ივლისიდან 2012 წლის 13 ივლისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არა უგვიანეს 2012 წლის 20 აგვისტოსი;
6. კონკურსი გამოცხადდეს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორთა სამსახურში მისაღებად:
7. სრული და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით) - PDF Word
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით (ფაილის ფორმატი - Word და PDF) - PDF Word
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
ი) ინფორმაცია კლინიკური ბაზის შესახებ, რომელიც შეიცავს:
ი.ა) თანხმობის წერილს იმ კლინიკური ბაზის/ბაზების
ხელმძღვანელისაგან, სადაც უნდა განხორციელდეს აკადემიური და
სამეცნიერო-კვლევითი პროცესი.
ი.ბ) კლინიკური ბაზის/ბაზების ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს.
ი.გ) კლინიკურ ბაზაზე/ბაზებზე არსებული სასწავლო პროცესისათვის
განკუთვნილი სივრცის აღწერილობას და სასწავლო პროცესისათვის
გამოყოფილი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალს.
8. ასისტენტ- პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით, ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით (ფაილის ფორმატი - Word და PDF) - PDF Word
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი უმაღლესი განათლების ან/და აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) სამოტივაციო წერილი.
ზ) ინფორმაცია კლინიკური ბაზის შესახებ, რომელიც შეიცავს:
ზ.ა) თანხმობის წერილს იმ კლინიკური ბაზის/ბაზების
ხელმძღვანელისაგან, სადაც უნდა განხორციელდეს აკადემიური
და სამეცნიერო-კვლევითი პროცესი.
ზ.ბ) კლინიკური ბაზის/ბაზების ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს.
ზ.გ) კლინიკურ ბაზაზე/ბაზებზე არსებული სასწავლო პროცესისათვის
განკუთვნილი სივრცის აღწერილობას და სასწავლო
პროცესისათვის გამოყოფილი მატერიალურ-ტექნიკური
აღჭურვილობის ჩამონათვალს.
9. საკონკურსო დოკუმენტები მიიღება 2012 წლის 2 ივლისიდან 2012 წლის 13 ივლისის ჩათვლით, 1100-დან 1700 საათამდე, თსუ მედიცინის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში. მისამართი: თბილისი, ჭიაურელის ქ.№2, თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი, II სართული, ოთახი N27-28;
10. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ინფრომაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
11. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში"
12. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
13. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

-
თერაპიის დეპარტამენტი
სრული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი – 4 საშტატო ერთეული
ასისტენტ – პროფესორი – 6 საშტატო ერთეული
-
ქირურგიის დეპარტამენტი
სრული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი – 5 საშტატო ერთეული
ასისტენტ – პროფესორი – 6 საშტატო ერთეული
-
სტომატოლოგიისა და ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტი
სრული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული
ასისტენტ – პროფესორი – 4 საშტატო ერთეული
-
ადამიანის ანატომიის, ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული
ქირურგიის დეპარტამენტი
სრული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ასისტენტ – პროფესორი – 4 საშტატო ერთეული
-
ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის დეპარტამენტი
სრული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი – 5 საშტატო ერთეული
-
საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი
სრული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი – 5 საშტატო ერთეული
-
პათოლოგიის დეპარტამენტი
სრული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი – 4 საშტატო ერთეული
-
მეანობა-გინეკოლოგიის და რეპროდუქტოლოგიის დეპარტამენტი
სრული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი – 4 საშტატო ერთეული
-
ფსიქიატრიისა და სამედიცინო ფსიქოლოგიის დეპარტამენტი
სრული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ასისტენტ – პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
-
სამედიცინო რადიოლოგიისა და ენდოსკოპიის დეპარტამენტი
სრული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ასისტენტ – პროფესორი – 2 საშტატო ერთეული
-
უროლოგიის დეპარტამენტი
სრული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ასისტენტ – პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
-
პედიატრიის დეპარტამენტი
სრული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ასისტენტ – პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
-
ფარმაკოლოგიის დეპარტამენტი
სრული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული
ასისტენტ – პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
-
დერმატოვენეროლოგიის დეპარტამენტი
სრული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
-
ინფექციურ დაავადებათა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტი
სრული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ასისტენტ – პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
-
გადაუდებელი და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი
სრული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ასისტენტ – პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
-
ოფთალმოლოგიის დეპარტამენტი
სრული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
-
ონკოლოგიის დეპარტამენტი