ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობებზე ასისტენტ-პროფესორთა დანიშვნის შესახებ (ბრძანება №20/01-03)
19.09.2008 წ
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობებზე ასისტენტ-პროფესორთა დანიშვნის შესახებ
საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის, 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 23 ივნისის 74/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 29 აგვისტოს #116/02-01 ბრძანების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2008 წლის 11 ივნისის #37/01-01 ბრძანების საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დაინიშნონ 2008 წლის 16 სექტემბრიდან 2010 წლის 17 სექტემბრამდე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე დანართი 1-ით განსაზღვრული პირები;
2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს (ნ. ლაცაბიძე) უზრუნველყოს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება დანართი 1- ით განსაზღვრულ პირებთან;
3. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად;
4. ბრძანება განთავსდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 15 სექტემბრის #126 დადგენილება "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ"
რექტორი, პროფესორი
გ. ხუბუა