2019-12-25
ბრძანება №:294/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის „ლანდშაფტის დიზაინი და ინტერიერის გამწვანება“- ს ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

სსიპ  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის „ლანდშაფტის დიზაინი და ინტერიერის გამწვანება“- ს  ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის   „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის „ლანდშაფტის დიზაინი და ინტერიერის გამწვანება“-ს დამტკიცების შესახებ რექტორის 2019 წლის 28 ნოემბრის N297/01-01 ბრძანების   და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2019 წლის  24 დეკემბრის N25323/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის „ლანდშაფტის დიზაინი და ინტერიერის გამწვანება“-ს ერთი კურსის მოცულობა განისაზღვროს 12  საათით; კურსის ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 100 ლარის ოდენობით;
2.ტრენერის  ანაზღაურება  განისაზღვროს  1  საათი  -  20  ლარით  (საშემოსავლო  გადასახადისა  და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით);
3.დაევალოს  უნივერსიტეტის  კანცელარიას  წინამდებარე  ბრძანების  გაცნობა  დაინტერესებული პირებისათვის;
4.დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
5.ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.




ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი        ლაშა საღინაძე
« უკან დაბრუნება