2019-05-01
ბრძანება №:99/01-01
იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიის დარგში სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზებულად და დადგენილი წესით ჩატარების უზრუნველსაყოფად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო კომიტეტის შექმნის შესახებ
იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიის დარგში სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზებულად და დადგენილი წესით ჩატარების უზრუნველსაყოფად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო კომიტეტის შექმნის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველის ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9, და მე-11 პუნქტების, ,,ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის დაწესების, მისი მინიჭების წესის და იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიის დარგში სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ რექტორის 2015 წლის 20 აპრილის N61/01/01 ბრძანების მეორე პუნქტის დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 24 აპრილის N7688/27, ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 30 აპრილის N7821/26, უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის 2019 წლის 25 აპრილის N7766/10 და უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის 2019 წლის 25 აპრლის N7755/10 კორესპონდენციების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიის დარგში სამეცნიერო კონფერენციის
ორგანიზებულად და დადგენილი წესით ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით:
ა)
ეკატერინე ნავროზაშვილი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე;
ბ) ნათელა მუზაშვილი – თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ელდარ ბუბულაშვილი – თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
დ) ადა ნემსაძე – თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ე) მერი ნიკოლაიშვილი – თსუ ემერიტუსი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ვ) მარინე ტურაშვილი – თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ზ) ზაქარია ქიტიაშვილი – ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
თ) ქეთევან ჭკუასელი – ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ი) თეა ქამუშაძე – თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, კომიტეტის მდივანი.
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე