2012-01-25
ბრძანება №:03/01-01
ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკაცრი აღრიცხვის ფორმებისა და დოკუმენტების (დიპლომების, სერტიფიკატების, მოწმობების) დამზადების, გაცემის, შენახვის, აღრიცხვა-ანგარიშგების, გაუქმებისა და განადგურების შესახებ
ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკაცრი აღრიცხვის ფორმებისა და დოკუმენტების (დიპლომების, სერტიფიკატების, მოწმობების) დამზადების, გაცემის, შენახვის, აღრიცხვა-ანგარიშგების, გაუქმებისა და განადგურების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 ნოემბრის №412 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის "ა", "ბ" და "ტ" ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტისა და "მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, "მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
- მკაცრი აღრიცხვის ფორმის შენახვასა და აღრიცხვა–ანგარიშგებაზე პასუხისმგებლობა დაეკისროს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროს სპეციალისტ ნაზი ქემოკლიძეს;
- მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დიპლომების) დაბეჭდვაზე პასუხისმგებლობა დაეკისროს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროს სპეციალისტ მზია სხირტლაძეს;
- მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების შენახვასა და გაცემაზე პასუხისმგებლობა დაეკისროს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის ექსპერტ თეონა ჩახნაშვილს.
-
შეიქმნას მუდმივმოქმედი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) რუსუდან სანადირაძე – სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) მაია გრიგოლია – სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სტუდენტთა მომსახურების განყოფილების უფროსი, კომისიის წევრი;
გ) ნაზი ქემოკლიძე – სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, კომისიის წევრი;
დ) თვალმაისა ჯღარკავა – საფინანსო სამსახურის უფროსი სპეციალისტი, კომისიის წევრი;
ე) მიხეილ ხურცია – იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, კომისიის წევრი.
-
კომისიას დაევალოს:
ა) მკაცრი აღრიცხვის წუნდებული ფორმებისა და დოკუმენტების (დიპლომების) გაუქმება;
ბ) წუნდებული სერტიფიკატების, მოწმობებისა და 2005 წლამდე გაცემული დიპლომების გაუქმება და განადგურება;
გ) მკაცრი აღრიცხვის დამტკიცებულ ფორმასთან შეუსაბამო დიპლომის ფორმების განადგურება.
-
ამ ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან გაუქმებულად გამოცხადდეს უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 15 ნოემბრის №108/01-01 ბრძანება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2007 წლის 28 დეკემბრის №99/01-04 ბრძანების ბათილად ცნობისა და "მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების, დამზადების, შენახვისა და გაცემის კონტროლის განხორციელების მიზნით ფუნქციების განაწილების შესახებ" სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 30 მაისის №35/01-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმებისა და დოკუმენტების (დიპლომების, სერტიფიკატების, აკადემიური ცნობების) დამზადების, გაცემის, შენახვისა და აღრიცხვა-ანგარიშგების შესახებ";
- ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
- ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
-
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი