2014-10-17
ბრძანება №:191/01-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებზე და ,,კინო-ტელე რეჟისორის” პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მე-5 საფეხურის აპლიკანტების განაწილების მიზნით, აპლიკანტების მიერ მიღებული ქულის გათვალისწინებით შექმნილი რანჟირების დოკუმენტის დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის №187 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტებისა, მე-9 და მე-11 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული "პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების’’ 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის, თსუ რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანებით დამტკიცებული “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესისა” და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელძღვანელის 2014 წლის 15 ოქტომბრის № MES 8 14 00797975 (კანც. რეგისტრაციის №36062/02, 15.10.2014) წერილის საფუძველზე
ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ტურიზმის მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებზე და ,,კინო-ტელე რეჟისორის” პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მე-5 საფეხურის აპლიკანტების განაწილების მიზნით, აპლიკანტების მიერ მიღებული ქულის გათვალისწინებით შექმნილი რანჟირების დოკუმენტი №1 დანართის მიხედვით (დანართი №1).
2.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.
დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
რექტორის მოადგილე მერაბ ელიაშვილი